შეერთებული შტატების კონგრესის „რესპუბლიკელი“ წარმომადგენელი, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. კიზინგერი შოკირებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ჩაეგდოთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დაპირებული რეფორმა.
„საქართველო რუსეთი არ არის და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე მათ პარლამენტმა აჩვენა დღეს. მე მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ განაახლონ მუშაობა ამ მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტზე. ჩვენ გვსურს საქართველოს მთავრობა მეტად იყოს დასავლეთის მეკავშირე. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის და გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რუსული აგრესიული პოლიტიკისგან თავის დასახსნელად“,- აცხადებს კინზინგერი.