კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 49 218-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 289 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 33 459-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი. მათ შორის თბილისში – 10, აჭარაში – 2 , იმერეთში – 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში – 328, იმერეთში – 368, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 135, გურიაში – 62, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 280, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 35.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 198, აჭარაში – 723. მძიმე პაციენტი გვყავს 638, მათ შორის, თბილისში – 316, აჭარაში – 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი – მათ შორის, თბილისში – 150, აჭარაში – 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 – აჭარაში, ხოლო 822 – თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 682, აჭარაში-1 426.

სულ 6 ოქტომბრიდან – 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 110 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში – 11 423, იმერეთში – 4 177“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

 

“აიპრესი”