რიგგარეშე არჩევნები ტარდება იქ, სადაც არჩევნების გაყალბება ხდება, მსგავსი რამ ქვეყანაში არ ყოფილა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში არჩევნები ჩატარდა მაღალ დონეზე, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდან შესაბამისი შეფასებები მოჰყვა.
კახა კალაძემ მოსახლეობას თანადგომისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რიგგარეშე არჩევნები ტარდება იქ, სადაც არჩევნების გაყალბება ხდება, მსგავსი რამ ქვეყანაში არ ყოფილა. საქართველოში არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან შესაბამისი შეფასებები მოჰყვა, იყო მცირე ხარვეზები, როგორც საარჩევნო პროცესის დროს, ასევე არჩევნების დღეს, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზებზე ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით, ეს არის პროვოკაციები, მიზანმიმართული დაძაბულობის შემოტანა, მაგარამ მათ ეს არ გამოუვიდათ და მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
“იმედინიუსი”