რა თქვა ტრამპმა საქართველოზე – რას წერს BBC-ი ამის შესახებ!?

BBC-მ გამოაქვეყნა ვებ-პროექტი სათაურით – “აშშ-ს 2020 წლის არჩევნები: რა თქვა ტრამპმა თქვენს ქვეყანაზე”. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.

რა თქვა ტრამპმა საქართველოზე – რას წერს BBC-ი!?

BBC-ის ამ ვებ-პროექტის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველო საკუთარ ტვიტებში მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს ახსენა.

კერძოდ, მაშინ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გიორგი კვირიკაშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

“მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს თეთრ სახლში ვმასპინძლობთ” – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპი საქართველოს მოქმედ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ამ დრომდე არ შეხვედრია.

ტრამპმა გიორგი გახარიას მაისში, დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა.

https://twitter.com/realDonaldTrump/status/861637456281690113?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E861637456281690113%7Ctwgr%5Eshare_3&ref_url=https%3A%2F%2Fptn.ge%2Fra-thqva-donald-trampma-saqarthvelos-shesakheb-prezidentobis-4-tslis-ganmavlobashi%2F

 

წერილში პრეზიდენტმა ტრამპმა გიორგი გახარიას ავღანეთში, NATO-ს საერთაშორისო მისიაში შეტანილი “მნიშვნელოვანი წვლილისთვის” მადლობა გადაუხადა. წერილში ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ნატოში სწრაფვის მხადაჭერას კვლავაც გააგრძელებს.

წყარო: ptn.ge