თუ დაითვლით კანონიერ ხმებს, მე ადვილად მოვიგებ, თუ დაითვლით უკანონო ხმებს, მათ შეუძლიათ არჩევნები მოგვპარონ, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკვე ნამდვილად გავიმარჯვე რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში, მათ შორის ფლორიდაში, აიოვაში, ინდიანაში, ოჰაიოში. ჩვენ ისტორიული რიცხვებით მოვიგეთ,“- განაცხადა ტრამპმა.
მან ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცედურა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„აღმაშფოთებელი არჩევნები გვქონდა. ბევრი სისულელე და ტყუილი იყო და ამას ჩვენს ქვეყანაში ვერ ავიტანთ,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს.
CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.
“ინტერპრესნიუსი”