ბიზნესცენტთან, სადაც “გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ აქტივისტები აქციას მართავენ, გასროლის ხმა იყო.
როგორც ჟურნალისტებს აქტივისტმა ბესიკ გაზდელიანმა განუცხადა, სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ, აქტივისტების დასაშინებლად გაისმა. შემთხვევის ადგილზე, ასფალტზე ყრია გასროლილი მასრები. პოლიციამ ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა.
“ვიღაცამ გაისროლა, როგორც ჩანს, ალბათ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო. ამოიარა მანქანით. ვერ დავინახეთ, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვის საშუალება აქვს კამერას, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა. დაახლოებით 5- ჯერ გაისროლა ვიღაცამ აქ მყოფი პროტესტანტების დასაშინებლად”, – განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.