ტრამპი ეჭვობს, რომ არჩევნები მასიურად ყალბდება და შტატებში ადვოკატებს აგზავნის- ირაკლი გოგავა

ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

7 შტატი დაუთვლელი რჩება. ტრამპმა ადვოკატების გუნდი გააგზავნა რამდენიმე შტატში. ითხოვენ ვისკონსინის და მიჩიგანის გადათვლას და პენსილვანიაში თვლის შეჩერებას, რადგან ეჭვი აქვთ რომ მასიურად ყალბდება. მოგებას ვერ იფორმებს ვერც ერთი კანდიდატი. საქმეებს გაარჩევს უზენაესი სასამართლო. პროცესი გაიწელება, გამარჯვებულის გამოვლენას დრო დასჭირდება. ორივე მხარე თავს გამარჯვებულად თვლის.