როგორც კი არჩევნები დასრულდება, პრეზიდენტი ტრამპი იქნება მეორე ვადით არჩეული- ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის გენერალური მრჩევლის, მეთიუ მორგანის განცხადება გაავრცელა, სადაც იგი ამბობს, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ არ დამთავრებულა და დასრულების შემდეგ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ.

 

„ეს არჩევნები ჯერ არ დამთავრებულა. ჯო ბაიდენის გამარჯვებულად ცრუ გამოცხადება ემყარება ოთხი შტატის შედეგებს, სადაც პროცესი დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს არიან. ჯორჯიის შტატში საქმე ხმების გადათვლისკენ მიდის, სადაც გვჯერა, რომ ვიპოვით არასწორად შეგროვებულ ბიულეტენებს და პრეზიდენტი ტრამპი საბოლოოდ გაიმარჯვებს. პენსილვანიაში ბევრი დარღვევა იყო, მათ შორის არჩევნების პროცესის წარმომადგენლებმა ჩვენს მოხალისე კანონიერ დამკვირვებლებს აუკრძალეს ხმების დათვის პროცესზე ყოფნა. ჩვენ სასამართლოში საქმე მოვიგეთ, მაგრამ წაგვართვეს ძვირფასი დრო და უარი გვითხრეს გამჭვირვალობაზე, რაზეც ჩვენ შტატის კანონმდებლობის თანახმად უფლება გვაქვს. ნევადაში აღმოჩნდა, რომ ათასობით ადამიანი არასწორად მონაწილეობდა ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის პროცესში. და საბოლოოდ, პრეზიდენტი მოგებისკენ მიდის არიზონაში. ბაიდენი ეყრდნობა ამ შტატებში თეთრი სახლის თაობაზე ცრუ პრეტენზიებს, მაგრამ როგორც კი არჩევნები დამთავრდება, პრეზიდენტი ტრამპი იქნება მეორე ვადით არჩეული“, – აცხადებს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი.