ჯორჯიის შტატში ხმებს ხელახლა დაითვლიან

ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, შტატში ხმებს ხელახლა  გადაითვლიან.

Ballots wait to be counted as vote counting in the general election continues, Thursday, Nov. 5, 2020, in Allentown, Pa. (AP Photo/Mary Altaffer)

„ახლა ჯორჯიაში კანდიდატები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. დაახლოებით ხუთი მილიონი ბიულეტენია აღრიცხული. სხვაობა კანდიდატებს შორის რამდენიმე ათასია. ასეთი მცირე სხვაობის გათვალისწინებით, ჯორჯიაში ხმების გადათვლას ექნება ადგილი. ამ ეტაპზე საბოლოო შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა.

ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 1 098 ხმით უსწრებს. დასათვლელი დარჩა 4 169 ბიულეტენი.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ ხმების გადათვლის დროს ჯორჯიის შტატში არასათანადოდ შეგროვილი ბიულეტენები აღმოჩნდება, რის შემდეგაც გაირკვევა, რომ აღნიშნულ შტატში გამარჯვებული დონალდ ტრამპია.

ტელეკომპანია CNN-ის მონაცემებით, ამ მომენტისთვის დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 213 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს – 253. ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს არიზონის, ნევადის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და პენსილვანიის შტატებში.