ცოტა ხნის წინ 20 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ცოტა ხნის წინ,დიდ დიღომში 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცის  ცხედარი   იპოვეს

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

ახლგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენინმე ვერსია ვრცელდება.

მეზობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ის საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, ნაწილი კი ვარაუდობს,  რომ შეიძლება ადგილი მკვლელობას ჰქონდეს.

ჯერჯერობით, ახლგაზრდა მამაკაცის ცხედრის გადასვენება პროზეკტურაში არ მომხდარა.

დიდ დიღომში 4000 მესხის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით ოთხი საათის წინ იპოვეს.  უცნობია გარდაცვალაების მიზეზი.

შსს-მ  გამოძიება 115-ე  მუხლით დაიწყო,  რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.