გარდაიცვალა მიხაილ ჟვანეცკი

ჟვანეცკი – ცნობილი რუსი მწერალი–სატირიკოსი, საკუთარი ლიტერატურული ნაწარმოებების შემსრულებელი, კინოსცენარისტი, ტელეწამყვანი და მსახიობი

 გარდაიცვალა ცნობილი რუსი მწერალი–სატირიკოსი მიხაილ ჟვანეცკი. ის 86 წლის იყო. ამის შესახებ ალა პუგაჩოვამ Instagram–ზე დაწერა.

„მორჩა. სამუდამოდ წახვედი. უზარმაზარი დანაკლისია. ჩემო დაუვიწყარო მეგობარო, მუდამ ჩემ გულში ხარ“, – დაწერა მომღერალმა.

2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში წერალმა განაცხადა, რომ ასაკის გამო საჯარო გამოსვლებს წყვეტს. ის ასევე ჯანმრთელობას უჩიოდა და ამბობდა, რომ ცუდად გრძნობს თავს, წერს РИА Новости.

ჟვანეცკი მრავალი პრემიის ლაურეატი იყო, 2012 წელს მას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.