– ორი საათის ტარების შემდეგ, ნებისმიერი პირბადე შეიძლება ადამიანის მრავალი მიმართულებით დასნებოვნების უპირველესი წყარო გახდეს და გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში ნელ-ნელა ჯანმრთელობის გაუარესების და ნახშირორჟანგით მოწამვლის პროცესები!!!…
მარინა ენდელაძე – ორი საათის შემდეგ, პირბადე, რომელიც უკეთია ადამიანს, აღარ ასრულებს თავის მოვალეობას და ის პირიქით, შეიძლება ადამიანის ორგანიზმის დასნებოვნების მთავარი წყარო გახდეს – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცახადა.
“რაღაცნაირად უნდა ვთქვათ ამ გამართულ აქციებთან დაკავშირებით, ეს პოლიტიკა შემოიჭრა ჩვენში და მედიცინასა და ჩვენც ძალიან გვაზარალებს!
იცით რა, თითქოს ვიღაცას უკეთია პირბადე, როდესაც ასეთი ხალხმრავლობაა. თუ სოციალური დისტანცია არ არის, თუ მთელი დღის განმავლობაში ადამიანი დგას, თუნდაც სადღაც საათების განმავლობაში, ეს პირბადე აბსოლუტურად აღარ ასრულებს თავის მოვალეობას.
მაქსიმუმ ორი საათის შემდეგ, პირბადე, რომელიც უკეთია ადამიანს, აღარ არის ვარგისი მოხმარებისთვის და აღარ ასრულებს თავის ფუნქციას და ის პირიქით, შეიძლება დასნებოვნების წყარო გახდეს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დისტანციის დაცვა, რომელსაც ვერ დაიცავთ ასეთ ხალხმრავალ შეკრებებზე და ამდაგვარ ღონისძიებებზე” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
წყარო: primetime.ge