მეოთხე დღეს გამარჯვებული კვლავ უცნობია, ხმების დათვლა ექვს შტატში გრძელდება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეოთხე დღეს გამარჯვებული კვლავ უცნობია.

ბოლო მონაცემებით, ხმების დათვლა ექვს შტატში გრძელდება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პენსილვანიაა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში დემოკრატიული პარტიის კანდიტატი პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ხმების მოაგროვებს.

თუმცა, დონალდ ტრამპისა და ბაიდენის მიერ მიღებულ ხმებს შორის პენსილვანიაში სხვაობა 28 800-ზე ოდნავ მეტია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ხმების გადათვლა გახდეს საჭირო.

კანდიდატების შედეგებს შორის მცირე სხვაობაა ასევე ნევადაში, არიზონაში, სადაც ბაიდენი შესაბამისად 22 657 და 29 861 ხმით ლიდერობს. ჯორჯიაში სხვაობა 4 395-ს ხმაა, რის გამოც ამ შტატში ხმებს გადაითვლიან.

ტრამპი იმარჯვებს ჩრდილოეთ კაროლინასა და ალასკაზე, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ არის.

ტრამპის ადვოკატები ხმების დათვლის დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ იუწყებიან და დავის უზენაეს სასამართლოში გადატანით იმუქრებიან. თავის მხრივ, ამომრჩევლებს დელავერიდან მიმართა საარჩევნო რბოლის ლიდერმა. ბაიდენმა განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.