“ევროპული საქართველო” პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

გიგი უგულავას პარტია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. როგორც პარტიის წევრმა  ირაკლი  აბესაძის  განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილება მანამდე არ შეიცვლება, ვიდრე ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისთვის.

„იმ სიტუაციაში, როდესაც არის ასეთი მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი და ეს პროტესტი გამოწვეულია საზოგადოების მოტყუებით და გადაგდების შედეგად და ეს გადაგდება უკავშირდება ხელისუფლების მიტაცებას, ჩვეულებრივ რეჟიმში საპარლამენტო ცხოვრება ვერ გაგრძელდება. ჩვენ არ ვართ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც დრეს ცდილობენ თავი მოიტყუონ, თითქოს არაფერი ხდება, თითქოს ბიუჯეტზე საუბრობენ და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საზოგადოების ძალიან სამართლიანი მოტხოვნიოს დაკმაყოფილება, რაც უკავშირდება პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას. სანამ არ მივაღწევთ ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯების გადადგმას და სანამ არ გამოიკვეთება, როგორ ჩატარდება პროპორციული არჩევნები ამ ქვეყანაში, ჩვეულებრივ რეჟიმში საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას არ მივიღებთ” – აღნიშნავს უგულავას პარტიის წარმომადგენელი.