ნატო არის ინსტრუმენტი, რომელიც პოლიტიკურად უნდა რაზმავდეს, პოსტსაბჭოთა – ისევე როგორც, – მთლიანად პოსტკომუნისტურ ქვეყნებს, – რუსეთის წინააღმდეგ.
უკრაინა და საქართველო, არ არიან ნატოს წევრები, მაგრამ უდიდეს ანტირუსულ პოლიტიკას ატარებენ – ნატოს წაქეზებითა, და ნატოში ,,ინტეგრაციის“ სახელით, ვიდრე საკუთრივ, ნატოს წევრი – ბალტიისპირელები, პოლონელები და სხვები.
ალიანსს, ხელს არ აძლევს, რომ უკრაინა და საქართველო, თავის წევრებად აღიაროს, რადგან ამ შემთხვევაში, ამერიკამ და ნატოს სხვა წამყვანმა წევრებმა, უნდა აიღონ გარკვეული ვალდებულებები მათ წინაშე.
ამჟამინდელი ურთიერთობის მოდელით კი, უკრაინა და საქართველო, ვაშინგტონ – ბრიუსელის ყველა მოთხოვნის – უპირობო შემსრულებლები არიან ისე, რომ ამერიკა და ნატო, უსაფრთხოების არანაირ იურიდიულ გარანტიას, არ იძლევა.
ამავდროულად, რუსული სამხედრო განათლება, და შეიარაღებული ძალების მომზადება, მთელ რიგ უპირატესობას ავლენს, დასავლური ანალოგების წინაშე, რაც დამტკიცდა კიდეც სირიაში. მაშინ როდესაც, ალიანსის მოღვაწეობა ავღანეთსა და ერაყში – გახურებულ ქვიშაში დასრულდა.
გარდა ამისა, რუსეთი უპირატესობას ფლობს, – ბირთვული შეიარაღებების სფეროში, განსაკუთრებით – ტაქტიკური ბირთვული რაკეტების რაოდენობით….
რასაც ადასტურებენ, თვითონ ამერიკელი სამხედრო ექსპერტები. დასავლეთის იდეური მიმზიდველობა – გახუნდა. ის, არც ეკონომიკურად ააღორძინებს საქართველოს, და არც სამხედრო ძალით დაიცავს არასოდეს. გლობალური პროცესების შედეგად, საქართველო – რუსეთის პოლიტიკურ – ეკონომიკური, და სამხედრო ქოლგის ქვეშ უნდა აღმოჩნდეს, ისე როგორც, ეს 237 წლის წინათ, მეფე ერეკლე 2 – ის დროს მოხდა.
ამაში, რუსეთში მცხოვრები მილიონზე მეტი ქართველის ფაქტორიც, გამოსარჩევია, ნურც ის დაგავიწყდებათ რომ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, რომლის სცენარიც – ვაშინგტონში დაიწერა, თავისი ეგრეთწოდებული კოჰაბიტაციით, მოხდა, ერთი – პროამერიკულ – ნეოლიბერალური ძალის ჩანაცვლება, მეორე, – ზუსტად ასეთივე ძალით.