ნინო ქათამაძე მოქალაქეებს, ხვალ,  ნაცმოძრაობის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

 მომღერალი ნინო ქათამაძე  მოქალაქეებს ხვალ 15.00 საათზე დანიშნულ ნაცმოძრაობის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ის ნინო ქათამაძეა, რომელმაც  თავის დროზე,  რუსეთში კონცერტების მთელი სერია ჩაატარა, რითაც მნიშვნელოვნად „გაისქელა ჯიბე“ და სახელიც გაითქვა,  ხოლო შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა განცხადებით, რომელშიც  აღიარა, რომ სძულს რუსეთი, რომელსაც  „საქართველოს მტერი“ უწოდა.
რაზეც, გოსდუმას კულტურის კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ბორტკომ ასეთი კომენატარი გააკეთა: „ იდეა სავსებით გასაგებია: თუკი ადამიანი რუსეთზე სიბინძურეს ამბობს, ასეთი რატომ უნდა შემოვუშვათ რუსეთში, იმისთვის, რომ ფული ვაშოვნინოთ?! ამაში აზრს ვერ ვხედავ. მაგალითისთვის, მე რომ აშშ-ს მისამართით ცუდს ვამბობდე, ახლოსაც არ გავეკარებოდი ამ ქვეყანას. პუშკოვს სავსებით ვეთანხმები. რასაც ახლა ვაპირებთ, დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა – რუსოფობ კულტურის მოღვაწეებს რუსეთში ფული არ უნდა ვაშოვნინოთ: სადაც ჭამენ, იქ არ ისაქმებენ.“
    შედეგად, მომღერალს რუსეთში აღარ ჩაესვლება, სამაგიეროდ, აქ საქართველოში, მან  თავისი ადგილი  მონახა  ნაცმოძრაობის გვერდით და სხვებსაც აქეთკენ უბიძგებს.
იხილეთ მის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული გზავნილი:
ძვირფასებო
ხვალ 8 ნოემბერს
დღის 3 საათზე
ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ როგორი ცხოვრება გვინდა.
შვილების ბედნიერებით განათებული ქვეყანა, ფერადი სახლები, ყვავილებით სავსე ქუჩები, მუსიკით და ლექსებით სავსე საღამოები..
თუ,ნაცრისფერი კედლები, უბედური მშობლები, გაძარცვული სახლები, ბნელი ღამეები, მკვდარი ყვავილები..
ხვალ, ჩვენი ფასეულებების ბრძოლის დღეა.
თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, ფანჯრები გააღეთ,
დარაბები გახსენით,
აივნებიდა ყვავილები შემოგვაგებეთ.
გთხოვთ, ხვალ მართლაც ისტორიული დღეა, არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის. ბედნიერების მაგალითებისთვის.
გთხოვთ!
გთხოვთ!
გემუდარებით!
დაე, ხვალ იყოს ყველაზე ნამდვილი ღირებულებების დღე!
მიყვარს ჩემი კეთილი გულების სამშობლო.
აქ, აღარ არის მოღალატეების ადგილი, რადგან ჩვენი შვილები სიყვარულის ერთგულებით გავზარდეთ და მათ ვეღარ ვუღალატებთ.
ხვალ!
8 ნოემბერს!
დღის 3 საათზე!
ჩვენი მთავარი სიტყვის დღეა.
ვხვდებით რუსთაველზე♥️