? ფეისბუქ მომხმარებელი გიორგი აბაშიძე თავის სოციალურ გვერდზე რამოდენიმე საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს და ასევე წერს თავის და ალბათ არა მხოლოდ თავის მოსაზრებებს, მიმდინარე პანდემიად მონათლული გრიპის შესახებ და საპოლიციო დამსჯელობით ღონისძიებებზე, რომელთა გამოყენებას, არანაირი კავშირი არ გააჩნია ხალხის ჯანმრთელობის დაცვის საქმესთან!!!…
დღეს ჩვენ მოწმენი ვართ 21-ე საუკუნეში მიმდინარე, აქამდე სრულიად დაუჯერებელი და უპრეცენდენტო, გამოუცხადებელი გენოციდის ამბისა, რომელიც კაცობრიობის არსებობის ისტორიაში, არცერთ სისხლისმსმელ დიქტატორსა და ტირანს არასდროს აზრადაც კი არ მოუვიდოდა თავში, რომ რაღაც გრიპის მაგვარი ვირუსის გამო, დაეკეტათ მთელი მსოფლიო და ვითომ მსოფლიო ხალხების ჯანმრთელობისათვის ზრუნვის საბაბით, ამავე ხალხის ფაქტიური გენოციდი ეწარმოებინათ, ვითომ ვისზეც გული შესტკივათ!!!
ამ გენოციდურ-სატანისტური ქმედებებით, ისინი ანადგურებენ ყველას და ყველაფერს, რაც რომ კაცობრიობამ სიმწრით შეჰქმნა და მოიპოვა, და დღემდე ავად თუ კარგად აქამდე მოიტანა ამდენი საუკუნის განმავლობაში!!! ადამიანური ურთიერთობები, სამუშაო ადგილები და სხვა უამრავი თანმდევი პროცესები (ან რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალოთ? თვლა არ არის….)!!!…
სრულად ფეხქვეშ გათელეს აქამდე, ასე თუ ისე ქაღალდზე მაინც დაწერილი ყოველგვარი ადამიანის უფლებების კონვენციები და ელემენტარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადამიანური ნორმებიც კი, მაგალითად როგორებიცაა, სტრსის დროს, სულაც საღამოს საათებში როცა არავინ არ არის ქუჩაში, ადამიანის თავისუფლად გასეირნების უფლება, სუფთა ჰაერის თავისუფლად ჩასუნთქვისა და ასევე გადაადგილების ელემენტარული უფლება!!!
დღეს რაც ჩვენთან და თუ გინდ მთელს მსოფლიოში ხდება, და თან ერთიანი გეგმის მიხედვით, ამ ყველაფერს საერთოდ არანაირი შეხება და საერთო არ გააჩნია მედიცინასთან და ამ ყველაფრის დამგეგმავების საბოლოო მიზანი დიდი ალბათობით წარმოადფგენს მოსახლეობის შემცირებასა და მსოფლიოში სრულიად ახალი რეალობის შექმნას, ახალი წესებისა და ნორმების დამკვიდრებას!!!
ბევრს ეს ყველაფერი რაც ჩვენს თავს უკვე ხდება, სამწუხაროდ ეხლაც არ სჯერავს და ყოველივე ამას კონსპირაციულ თეორიებს უწოდებენ, მაგრამ ასეთ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ უკვე რეალურად ვიმყოფებით აქ, ანუ მათთვის ადრე დაუჯერებელ “კონსპირაციულ” რეალობაში!!!…
წყარო: ფეისბუქ პოსტი