ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის დღევანდელმა აქციამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ ლეგიტიმურად ცნობს არჩევნების შედეგებს, იწონებს კიდეც მას

დღევანდელმა აქციამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ ლეგიტიმურად ცნობს არჩევნების შედეგებს, არამედ იწონებს კიდეც მას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც არჩევნებში მკაფიოდ გამოხატეს საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და ისინი იმსახურებენ, რომ მათი ნების შესაბამისად განისაზღვროს პოლიტიკა საქართველოში.

„დღეს რუსთაველზე იყო დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი. ჩვენ არ ვითვლით ჩვენს მოქალაქეებს, თითოეული ჩვენი მოქალაქე დასაფასებელია, მაგრამ დღევანდელმა აქციამ მკაფიოდ აჩვენა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ ლეგიტიმურად ცნობს არჩევნების შედეგებს, არამედ იწონებს კიდეც მას. შვიდი ათასი ადამიანი იდგა რუსთაველზე და ეს მათი უფლება, მაგრამ შეგახსენებთ, ჩვენს ზურგს უკან დგას მინიმუმ 930 ათასი ადამიანი, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

ბუნებრივია, ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მათი ნების შესაბამისად განისაზღვროს პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში. დემოკრატია ფუნქციონირებს უმრავლესობის პრინციპით და ზუსტად ამ პრინციპით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ზრუნვას ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.