პოლიციამ ცესკოსთან  აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან

პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

როგოც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს.

პოლიცია აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას წყლის ჭავლის მანქანებით ამ წუთებშიც ცდილობს.