ზუგდიდის კრიმინალურ დეპარტამენტში 40-ზე მეტი ქალია გადაყვანილი პროსტიტუციაზე

ზუგდიდის საექსპერტო კრიმინალურ დეპარტამენტში ფოთის სხვადასხვა დაწესებულებებიდან, უმეტესად კი კაფე-ბარებიდან 40-ზე მეტი ქალია გადაყვანილი.

როგორც  შინაგან საზუგქმეთა სამინისტოში  აცხადებენ, მათი შემოწმება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით (პროსტიტუციის ხელშეწყობა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა მათი საექსპერტო ბიუროში გადაყვანა, თუმცა “კურიერის” ინფორმაციით, საქმე ნარკოლოგიურ შემოწმებას ეხება.

საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტი ქალების ნაწილმა უკვე დატოვა, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

წყარო “კურიერი’