„იმედის კვირას“ გუშინდელ მომიტინგეებზე თანხის გადაცემის კადრები მიაწოდეს

გადაცემა „იმედის კვირას“ გუშინ მიაწოდეს კადრები, რომლებზეც თანხის გადაცემაა აღბეჭდილი. მასალის ავტორები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მონაწილეთა ნაწილს დემონსტრაციაზე მისვლის სანაცვლოდ თანხას გადასცემენ.

8 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.