პუტინი ბრაზილიის სპეცდანიშნულების რაზმის გარემოცვაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფოტო გადაიღო ბრაზილიის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებთან. ეს რაზმი პუტინს იცავდა ბრაზილიაში მისი ამჟამინდელი ვიზიტის დროს.

კრემლის ფოტოკორესპონდენტის, სმირნოვის მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ რუსეთის ლიდერი და ბრაზილიელი მებრძოლები კარგ განწყობაზე არიან.

პუტინი ბრაზილიაში ჩავიდა “ბრიკსის” (ბრაზილია, რუსეთი ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) სამიტზე მონაწილეობის მიზნით. სამიტი 13-14 ნოემბერს გაიმართა და მასზე მთელი რიგი გლობალური საკითხებისა განიხილეს. მსოფლიოს ამ უდიდესი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს შორის ანგარიშსწორებაში თანდათანობით ერთიანი კრიპტოვალუტის შექმნისა და მოხმარებისთვის აპირებენ მუშაობას.

რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა მასპინძელს, ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს, რომელთანაც საერთაშორისო საკითხები, მათ შორის, სამხედრო გადატრიალების შედეგად ანარქიის ვითარებაში დარჩენილი ბოლივიის საკითხი, განიხილა.