WHO-ს ხელმძღვანელი ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სოციალურ ქსელ Twitter-ზე მიულოცა.

“ვულოცავ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. მე და ჩემი კოლეგები თქვენთან და თქვენს გუნდთან მუშაობას მოუთნენლად ველით. COVID-19-ის პანდემიის კრიზისი, ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენლად, გლობალური სოლიდარობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს!” – წერს გებრეიესუსი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ტრამპმა ორგანიზაცია ჩინეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

წყარო: ptn.ge