ჩინეთი ჯო ბაიდენისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავს იკავებს

ჩინეთი ჯო ბაიდენისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვისგან ჯერ ჯერობით თავს იკავებს.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ვან ვენბინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ქვეყნის კანონისა და პროცედურების დაცვის შემდგომ განისაზღვრება.