22:00 საათიდან საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილება შეიზღუდა

22:00 საათიდან საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდა.

 

9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში ეს შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.

შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ავტოტრანსპორტზე. შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედიადაწესებულებისა და მიტანის სერვისის პერსონალზე.