ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესი შეჩერებულია. სახელდება მიზეზი

აშშ-ის სერვისების გენერალურ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ უღიარებია ჯო ბაიდენი ქვეყნის ახალ პრეზიდენტად, რაც მისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას აყოვნებს

 მედიის მიერ აშშ–ის ახალ პრეზიდენტად აღიარებული ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესი მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც შესაბამის გადაწყვეტილებას აშშ–ის სერვისების გენერალური ადმინისტრაცია (GSA) გაახმოვანებს, იუწყება ტელეარხი CNBC–ი.  

არხის განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე USAID–ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა ჯონ ბარსამ თქვა კერძო საუბარში, რომლის ჩანაწერიც ჩაუვარდა ხელში ტელეარხს. ბარსას თქმით, ხელისუფლების გადაცემის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

სანამ GSA–ს ხელმძღვანელი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ გაიმარჯვა არჩევნებში, არაფერი არ შეიცვლება“, — ხაზი გაუსვა ბარსამ.

მანამდე გაზეთი Politico წერდა, რომ GSA–ს ხელმძღვანელმა ემილი მერფიმ უარი თქვა ფორმალობის დაცვაზე და ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებაზე. გამოცემა განმარტავს, რომ სანამ მერფი ბაიდენს გამარჯვებულად არ გამოაცხადებს, მანამ მისი გუნდი ვერც მთავრობის ფინანსებზე მიირებს წვდომას და ვერც ფედერალურ უწყებებთან დაიწყებს მუშაობას. ექსპერტების აზრით, ამგვარი დაყოვნება ბაიდენის გეგმების განხორციელებას ხელს შეუშლის.

ამასთან აღსანიშნავია, რომ აშშ–ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარიმ ფედერალურ პროკურორებს დაავალა, საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოსავლენად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარონ გამოძიება. ხოლო დონალდ ტრამპი, როგორც ამას ტელეარხი Fox News–ი აცხადებს წყაროზე დაყრდნობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს დამარცხებას, თუ მისი შტაბის მიერ წამოწყებული იურიდიული პროცესები წარუმატებლად დასრულდება.

“სპუტნიკი”