როგორ ანგრევენ ტაძრებს დასავლეთის ქვეყნებში

ლიბერალების საყვარელი თემაა, ადრეული ბოლშევიკების მიერ ქრისტიანული ტაძრების დანგრევა და მათთვის რელიგიური დანიშნულების შეცვლა. მაგრამ ის, რაც თანამედროვე დასავლეთში ხდება, თავისი მასშტაბით გაცილებით დიდია, ვიდრე ბოლშევიკების ნამოქმედარი, რასაც სტალინმა დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე საბოლოოდ დაუსვა წერტილი და საბჭოთა სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეარიგა.

მართალია, დასავლეთში მართლმადიდებლურ ტაძრებს კი არა, საკუთარ – პროტესტანტულ თუ კათოლიკურ ტაძრებს ანგრევენ. ეს ჩვენ, მართლმადიდებლებს არც უნდა გვაღელვებდეს თითქოს, რადგან ვიცით, რომ ღმერთი მათთან არ სუფევს, მათ ტაძრებზე არ გადადის სულიწმიდის მადლი. მაგრამ, მეორეს მხრივ, დასავლელი ქრისტიანები – უცხოდ მადიდებლები, ადამიანურად ჩვენი ძმები არიან და მათი დასუსტება (რწმენაში დასუსტებაც!) ჩვენ არანაირად არ გვახარებს. ნიშანდობლივია, რომ ტაძრების ნგრევა დასავლეთში, ხშირ შემთხვევაში, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხდება!

გულისტკივილით გიზიარებთ რამდენიმე ნიშანდობლივ ვიდეოჩანაწერს, დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ჩვენთვის ჯერ-ჯერობით წარმოუდგენელია, თუმცა “ლიბერასტებს” სწორედ აქეთ უნდათ ჩვენი წაყვანა:

ა) პარიზი, საფრანგეთი:

ბ) ამერიკა, ილინოისის შტატი:

გ) სამხრეთი იორკშირი, დიდი ბრიტანეთი:

დ) ამერიკა, მინესოტას შტატი (კათოლიკური ტაძარი):

ე) ნიუ ბრუნსვიკი, კანადა:

ვ) ამერიკა, პენსილვანიის შტატი (ლიტვური ტაძარი):

ზ) სოფ. იმერათი, გერმანია: