პედაგოგობიდან აშშ-ს პირველი ლედის სტატუსამდე – ვინ არის ჯილ ბაიდენი!?

მე ვარ ჯილის მეუღლე. მისი სიყვარულისა და მხარდაჭერის გარეშე დღეს მე აქ არ ვიდგებოდი. იფიქრეთ თქვენ საყვარელ პედაგოგზე, რომელმაც სწავლის პერიოდში საკუთარი თავის რწმენა განგიმტკიცათ. სწორედ ასეთი პირველი ლედი იქნება თქვენთვის ჯილი” – ასე წარუდგინა აშშ-ს მომავალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საზოგადოებას მეუღლე.

“პირველი, რაც უნდა იცოდეთ ამერიკის შემდეგი პირველი ლედის შესახებ, არის ის, რომ ჯილ ბაიდენი – ინგლისური ენის პროფესორია, მას ოთხი აკადემიური ხარისხი აქვს, მათ შორის დოქტორის წოდება. ის აპირებს შეინარჩუნოს ყოველდღიური სამუშაო თეთრ სახლში გადასვლის შემდეგაც” – წერს USA Today.

ჯო ბაიდენის მეუღლე არ იცხოვრებს ისე, როგორც აქამდე ამერიკის პრეზიდენტების სხვა ცოლები ცხოვრობენ. ის იქნება პირველი ლედი და ამავე დროს, გააგრძელებს მუშაობას კოლეჯში, როგორც აქამდე მუშაობდა. თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ ჯილ ბაიდენი სამუშაოს არ მიატოვებს.
ვინ არის ჯილ ბაიდენი და რა გზა გაიარა, სანამ აშშ-ს პირველი ლედი გახდებოდა

პოლიტიკური კარიერა:

ჯო ბაიდენის აშშ-ს ვიცე პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში (2009-2017), ჯილ ბაიდენი ე.წ. “მეორე ლედის“ ტიტულს ატარებდა.

ამ პერიოდში ჯილ ბაიდენის საქმიანობაში შედიოდა საზოგადოებრივი კოლეჯების პოპულარიზაცია, ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ა.შ.

ჯილმა მიშელ ობამასთან ერთად ასევე წაიმოიწყო ე.წ. „ძალების გაერთიანების კამპანია“, რომელიც სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებდა. კერძოდ, იმას, რომ მათთვის საგანმანათლებლო პროგრამები და დასაქმების რესურსები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაეხადათ.

წყარო: ptn.ge