„აშშ-ის შეშფოთება გასაგებია, თუმცა…“ – პუტინი

საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა არ იყო აუცილებელი იმ დაძაბულობის მოსახსნელად, რომელიც მას ამ საკითხის გამო შეექმნა, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

მისი აზრით, შესაძლებელი იყო სხვა ვარიანტების განხილვა, თუმცა ამერიკული მხარე არც ერთზე არ წამოვიდა.