შეიცვალოს ქვეყნისთვის თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური სახელმწიფო მართვის სისტემა

– ” გამწარებულო ერო,
განუდექი სატანისტების მიერ შეშლილ ქოც-ნაცებს მათ სატელიტებს და ისინიც
მიიქცევიან შენგან.
ქოც-ნაცების და მათი სატელიტების დღევანდელი საქართველო ფურთხის ღირსია!!!

 


სულიერად იფხიზლე ერო, რადგან დიდია მზაკვრის ჩანაფიქრი…
განდგომილი დროება დადგა, სულიერ ხედვას მოკლებული ხალხი გაფარჩაგებულ,
პირუტყვულად დამორჩილებულ მდგომარეობაშია და სუვერენიტეტდაკარგულ და
ბედის ანაბარად დარჩენილ ჩვენს სამშობლოში უიმედობა სუფევს და ეს
პერმანენტული – მუდმივი მდგომარეობაა!!!

გული შემტკივა იმის გამო რომ ერს არ სურს აღდგომა და თავის შველა, გდია
როგორც ლეში, რომელსაც სამი ათეული წელია სატანისტებმა ფსევდოლიბერალური
სახელმწიფო მართვის სისტემების თავზე მოხვევით ყოველმხრივ დაჯიჯგნეს და
ადამიანი და ადამიანის სულიერი ფასეულობანი დაცინვის ობიექტად აქცია. ეს
მწარე რეალობა გლობალისტების და ნეოლიბერალისტების იდეოლოგიის, მათი
ექსპერიმენტული ექსპანსიის დამსახურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში
გრადუალისტური პრინციპით განვითარდა და სუვერენიტეტის მსხვერპლის
გაღების ფასად ანგრევს ოჯახს, ანადგურებს ერს და მის ფასეულობებს.
საქართველო, ხელ-ფეხ შეკრული და სუდარა გადაფარებული ლაზარეს
მდგომარეობაშია, რომელსაც სასწაულის მოლოდინის შეგრძნების უნარი
დაკარგული აქვს!

უახლოეს დროში ქვეყნის წამოყენების შანსს ვერ ვხედავ და ვიმედოვნებ რომ
სამშობლოს ეს სნეულება არ არის სასიკვდილო.

გადარჩენის ერთადერთი ხსნაა ერხელ და სამუდამოდ შეიცვალოს ქვეყანაში
თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური სახელმწიფო მართვის სისტემა! ამისთვის
ბორკილდადებულო და გამწარებულო ერო, გამოიჩინე სიბრძნე, განუდექი
სატანისტების მიერ შეშლილ ქოც-ნაცებს მათ სატელიტებს და ისინიც მიიქცევიან
შენგან.
უნდა დავიბრუნოთ ზნეობრივი და დამოუკიდებელი საქართველო.
დამოუკიდებლობის შემთხვევაში ღვთის მოქმედი ძალით ვიმოქმედებთ და
შეუძლებელს შევძლებთ.

ქართველო სულიერად იფხიზლე, რადგან დიდია მზაკვრის ჩანაფიქრი…”

– წერს ემიგრაციაში მცხოვრები კინორეჟისორი, პროდიუსერი, მხატვარ-დიზაინერი გენო ცაავა