გია ჟორჟოლიანი იყო მესამე დეპუტატი, რომელსაც პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს

გია ჟორჟოლიანი იყო მესამე დეპუტატი, რომელიც პარლამენტთან მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. გია ჟორჟოლიანი ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა ავტომანქანით გაიყვანეს.

„ვერ შეძლებენ დეპუტატები პარლამენტში შესვლას,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.