რამდენადაც ვიცით, ჯერ არავის მიუმართავს ოპოზიციური, არამიშისტური პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსისათვის” იგორ გიორგაძის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით – ამ უსამართლო და არაადამიანური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით. ახლა ეს უკვე გაკეთებულია – მემარცხენე შეხედულებების მქონე ირაკლი დოჭვირის მიერ.
გთავაზობთ ირაკლი დოჭვირის მიმართვას “პატრიოტთა ალიანსისადმი”:
“ფაშინიანის არასწორმა პოლიტიკამ რომელიც მისი პროევროპული ხედვით იყო განპირობებული სომხეთი მიწაზე დასცა!
გუშინ მან ხელი მოაწერა სრულ კაპიტულაციას. აზერბაიჯანს დაუთმო არა მარტო ყარაბახი, არამედ დერეფანიც მისცა ნახჭევანისკენ.
სომეხმა ერმა რომელსაც ფაშინიანი გადამრჩენი ეგონათ და მიტინგებით, შემდეგ კი საყოველთაო კენჭისყრით აირჩიეს გვიან მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს. ღამით დაწყებული არეულობა პარლამენტის დარბევით გაგრძელდა. პარლამენტის თავჯდომარის შიშველი და გულშეწუხებული სხეული ვიხილეთ იატაკზე დაგდებული. ხალხი დაუყონებლივ ითხოვს ხელშეკრულების გაუქმებას!
ფაშინიანი არის ან უგნური ან მიღალატე. მან ომის მსვლელობისას რუსეთს რომლის ჯარები სომხეთშია დისლოცირებული არ მიმართა დასახმარებლად. სამაგიეროდ დახმარებას საფრანგეთს თხოვდა და მიიღო კიდეც კაპიტულაცია. როცა რეგვენია ხელისუფლების სათავეში იმ ქვეყანას ვერც რუსული ლობი, ვერც ამერიკული და ვერც ევროპული ლობი შველის.