ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს.

“მინისტრი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი; შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ”, – განუცხადეს სააგენტოს უწყებაში.

 

“ინტერპრესნიუსი”