“მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება – აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება”, – ასე ეხმაურება კომპანია “ფრესკო” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
კომპანიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ისინი მუშაობას ერთი დღით, პროტესტის ნიშნად წყვეტენ.
“ძვირფასო მომხმარებლებო,
მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება – აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.
რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ ისეთი კანონმორჩილი კომპანიისთვის, როგორიც ფრესკოა მიუღებელია გასცდე კანონის ფარგლებს. ამიტომ, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთ შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქსელის მუშაობის დროებით შეჩერებაში – ერთი დღით, 2019 წლის 19 ნოემბრის 00:00 საათიდან, 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათამდე დაიკეტება ფრესკოს ყველა სუპერმარკეტი. ეს არ არის მოწოდებითი განცხადება. ჩვენ ამ ფორმით ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გაგებით მოეკიდებით ჩვენს ქმედებას. 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათიდან კვლავ ჩვეულებრივ, 24 საათიან რეჟიმში განვაახლებთ თქვენს მომსახურებას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ფრესკოში დასაქმებული ყველა თანამშრომელი სრულად მიიღებს ამ დღის, 19 ნოემბრის შრომის ანაზღაურებას.
პატივისცემით,
ფრესკო
18.11.2019″, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.