ტაშკენტის ფახთაქორის ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე, აზიის ჩემპიონთა ლიგის დასავლეთ ზონის საუკეთესო მწვრთნელების ოთხეულში დასახელდა.
გამოკითხვა აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს. ხმის მიცემა რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
არველაძესთან ერთად საუკეთესოს ტიტულის მოპოვებას, რუი ვიტორია, ვლადან მილოიევიჩი და იაჰია გოლმუჰამადი შეეცდებიან.
მიმდინარე სეზონში ფახთაქორმა აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშა, რაც გუნდისთვის დიდი მიღწევა იყო.
ამ მომენტისთვის იაჰია გოლმუჰამადი ლიდერობის. გამოკითხვა 14 ნოემბერს დასრულდება.
წყარო: ptn.ge