ეუთოში აშშ-ის ელჩის, ჯეიმს გილმორის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და ამ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების მომავალი უკეთესი იქნება, თუკი ისინი რეალური ქვეყნის, საქართველოს ნაწილი იქნებიან.
ამის შესახებ გილმორი ტვიტერზე წერს.
მისივე თქმით, რუსეთის პროვოკაციული ქმედებები მცდელობაა იმისა, რომ კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავლენები გააფართოვოს.