“მაინც ამოგთხრით“- ასე უპასუხა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ (არ აგვერიოს ნინა ანანიაშვილის მეუღლე ვაშაძეში) გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც 18 ნოემბრის აქციას უკანონო უწოდა და მის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 ნოემბრის აქციაზე, სადაც დემონსტრანტებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ პიკეტირებული, განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია უკანონოდ გადაიქცა მას შემდეგ, რაც “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა, ადამიანებს ბლოკირებისკენ მოუწოდეს.”
გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქციის მსგავსი ფორმა მომავალშიც აუცილებლად აღიკვეთება.