რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს სასაზღვრო სამსახურმა სომხეთში ხუთი დამატებითი სასაზღვრო პოსტი განათავსა. ამის შესახებ „ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა მთიანი ყარაბაღის რაიონში ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამართა.
ცნობილი გახდა, რომ უწყებათაშორის ჰუმანიტარულ ცენტრს კურირებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაუწევს.
„საორგანიზაციო და სხვა სახის საკითხების მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია უწყებათაშორისი ცენტრის შექმნასა და საქმიანობასთან, დაეკისროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს“ , – აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის შექმნის შესახებ.