„კორონავირუსი 22:00 საათზე იძინებს და 05:00 საათზე იღვიძებს?“

-„იცით, დაწესდა გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები. ხშირად გვაკრიტიკებენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, – რა, კორონავირუსი 22:00 საათზე იძინებს და 05:00 საათზე იღვიძებს?

არა, ბატონებო, ეს ყველაფერი სამეცნიერო მტკიცებულებებით არის გამყარებული, – ამ ტიპის შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს. მინისტრთან ვიმსჯელეთ სხვა შეზღუდვებზეც, ამაზე უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებ, ვიდრე ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განიხილება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.