ისრაელის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ირანში აგვისტოში ალ-ქაიდას #2 ლიდერი აბდულა აჰმედ აბდულა მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას the New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აბდულა აჰმედ აბდულა, რომლის ფსევდონომია აბუ მუჰამედ ალ-მასრი, მოტოციკლზე მჯდომმა ორმა მამაკაცმა თეირანის ქუჩებში 7 აგვისტოს ჩაცხრილა.
მასრისთან ერთად მისი ქალიშვილიც მოკლეს, რომელიც „ალ-ქაიდას“ დამფუძნებლის, უსამა ბენ ლადენის შვილის, ჰამზას ქვრივი იყო.
გამოცემა წერს, რომ მასრის მკვლელობა, რომელიც ალ-ქაიდას ამჟამინდელი ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის სავარაუდო მემკვიდრედ ითვლებოდა, დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა.
„„ალ-ქაიდას“ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ფაქტი დამალეს და პასუხისმგებლობა საჯაროდ არცერთ მთავრობას არ აუღია,“- წერს the New York Times-ი.
აბუ მუჰამედ ალ-მასრი აფრიკაში, აშშ-ის ორ საელჩოზე განხორციელებული ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.