ცესკოს სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრი ლევან თარხნიშვილი თამარ ჟვანიას სიტყვიერად დაუპირისპირდა და სთხოვდა აეხსნა, რითი აჯამებდნენ ოქმებს უბნების შედეგებით, თუ ოლქების შედეგებით.
რაზეც, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პასუხობდა, რომ უნდა ეხელმძღვანელა ოლქებით, რადგან მათი საჩივარი იყო ოლქზე და არა უბანზე.
თამარ ჟვანია ლევან თარხნიშვილის რამდენიმე წუთის მანძილზე მოუწოდებდა ესაუბრა იმ არგუმენტებზე, რაც საჩივრებთან დაკავშირებით ჰქონდა.
“ოლქები გაქვთ ბატონო ლევან გასაჩივრებული და მე მეკითხებით რაზე ისაუბროთ? რისთვის მოხვედით აქ? საჩივრებზე? გისმენთ, არგუმენტები თუ გაქვთ ისაუბრეთ” – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
წყარო: mcm.ge