პოლიტიკურ “ბომონდში” 1990-იანი წლებიდან მუდმივად მოტივტივე ნათელაშვილის პარტიის მეორე სახემ – გიორგი გუგავამ, “ლეიბორისტებისა” და “ნაციონალების” ერთობლივი გეგმები გააჟღერა. მისი თქმით, დედაქალაქში “აუტანელი გარემო” შეიქმნება.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 25 ნოემბერს, 19:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა. მისი თქმით, ოპოზიციის ქმედებები “იქნება პრინციპული, იქნება შეუვალი, იქნება კონსტიტუციური, კანონიერი, მათგან განსხვავებით”.
გუგავას შორს მიმავალი გეგმები აქვს:
“ჩვენ ვაიძულებთ, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი,სამართლიანი, პროპორციული არჩევნებით დამთვარდეს, ოლიგარქია უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.
ამავე დროს, ყოველდღიურად, ორშაბათამდე გაიმართება უმწვავესი აქციები, უმწვავესი პიკეტირებები, ადმინისტრაციული შენობების, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ აუტანელი გარმეო, აუტანელი პირობები, რომ ვაიძულოთ, დაჰყვნენ ქართველი ხალხის ნებას და მოშორდნენ ამ ქვეყანას” – აღნიშნა გუგავამ.