გავხსნათ, ვნახოთ ყველაფერი, ერთად დავრწმუნდეთ რომ გაყალბდა ან არ გაყალბდა – სოზარ სუბარი ოპოზიციას

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესს ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს “ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი, ის ოპოზიციას მიმართავს და მზადყოფნას გამოთქვამს გამოკვლეული იქნეს ყველა დეტალი, რომელიც ოპოზიციას ეჭვებს უჩენს. ამასთან აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.

“ჩვენ ისევ ვრჩებით იმაზე, რომ გთავაზობთ ყველაფერს, გავხსნათ ყველაფერი, ვნახოთ ყველაფერი. გაინტერესებთ გაყალბდა? ერთად დავრწმუნდეთ რომ გაყალბდა ან ერთად დავრწმუნდეთ, რომ არ გაყალბდა. რაც შეეხება წინადადებას, რომ იყოს ხელახალი არჩევნები, ხელახალი არჩევნები ვერ იქნება, ვერც კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება, რომ უმცირესობას უნდა ჰქონდეს ძალაუფლება და უმრავლესობა უნდა წავიდეს სახლში,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

“რუსთავი2”