„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ერთად მიმართონ ცესკო-ს და განცხადებებით თქვან უარი საპარლამენტო მანდატებზე.
„მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც დღეს ამბობს, რომ არ შედის პარლამენტში, გააკეთოს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ესაა უარის თქმა განცხადებების ფორმირების საშუალებით. მთელი სიითი შემადგენლობის ნაწილმა, უმრავლესობამ უნდა დაწეროს განცხადება უარზე და ერთად შევიტანოთ ეს განცხადებები ცესკო-ში. მაშინ, ყველანაირი პრობლემა მოიხსნება და 45 დღეში დაინიშნება არჩევნები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ ამ გზით წავიდეთ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, კობახიძის საყურადღებოდ, ჩაიხედოს კანონში საჯარო მოსამსახურეების შესახებ. არავის აქვს უფლება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ადამიანი, მოქალაქე დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.