“მეგობრობა იმარჯვებს!” – რუსეთში მიგდებული ქართველობა თავად ზრუნავს საქართველოს იმიჯზე

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, თან იმ ფონზე, რომ საქართველოში ყველას უკლებლივ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აქცევენ, ვინც რუსეთში თუნდაც უწყინარი კულტურული პროგრამით წავა (მაგალითად, ფოლკლორულ ანსამბლებს), ინიციატივას თავიანთ ხელში რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ცალკეული ქართველები იღებენ.

გთავაზობთ საინტერესო ბიოგრაფიის მქონე პიროვნების, ქარიზმატული ქართველის – დავით გოგიშვილის მიერ ატვირთულ რამდენიმე ვიდეორგოლს, რომლებზეც ასახულია ქ. ტიუმენში, ქართულ რესტორანში 2017 წელს ჩატარებული ქართულ-რუსული მეგობრობის საღამოს ამსახველი სურათები. ქართულ რესტორნებს, ქართული მთავრობის უმოქმედობის პირობებში, საქართველოს “კულტურული საელჩოების” ფუნქციაც აკისრიათ, თუმცა როგორც თავად დავით გოგიშვილმა “ნიუსფრონტთან” საუბარში აღნიშნა, ბევრი რესტორნის ქართველი მეპატრონე ქართული მასმედიის შიშით გაურბის ასეთ ღონისძიებებს – ერთ ამბავს ატეხავენ საქართველოშიო, ამბობენ ისინი…