სომხეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი ვაგარშაკ არუთუნიანი დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვაგარშაკ არუთუნიანის დანიშვნას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
შეგახსენებთ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანი თანამდებობა დღეს დატოვა. დავით ტონოიანი თავდაცვის მინისტრად 2018 წლის 11 მაისიდან მსახურობდა.
წყარო: interpressnews.ge