ამდენი გონებაშეზღუდული, დამპალი, სულით ბოგანო და ნამუსგარეცხილი ადამიანი რომ იტივტივებდა, მოელოდით?!

კვლავაც ვეკითხები უფროსი თაობის ადამიანებს – განურჩევლად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა.
მოელოდით კი 1990-91 წლებში იმას, რომ სულ რაღაც ოცდაათი წლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ზედაპირზე ამდენი გონებაშეზღუდული, დამპალი, სულით ბოგანო და ნამუსგარეცხილი ადამიანი იტივტივებდა? ნიჭიერი დემაგოგები კიდევ ცალკე… მე, მაგალითად, ამ ქვეყანაზე მაშინ უკეთესი წარმოდგენისა ვიყავი – მიუხედავად ყველაფრისა.
სწავლა სიქაჩლემდეო! გ.ლ.
გოგი ლორთქიფანიძე