Sputnik Belarus– ის ცნობით, ბელორუსის პრეზიდენტმა, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დაზვერვის სამსახურები რესპუბლიკის წინააღმდეგ მუშაობენ.
“შეერთებულმა შტატებმა – სპეცსამსახურების ცენტრი ჯერ ვარშავას მახლობლად და ახლა უკვე კიევში შექმნა.
როგორც ლუკაშენკო აღნიშნავს, რუსული და ბელარუსული დაზვერვის მუშაობის შედეგად აღმოჩენილ ცენტრებში, არც ერთი პოლონელი არ მუშაობს, იქ ყველა კადრი ამერიკელია.
აშშ ერევა არაერთი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, ამ დროს კი მსგავსს ცენტრებს იყენებს, რომლების მიზანიც შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევა და არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებაა.
დღეს ამერიკის სპეცსამსახურების მიზანი ბელარუსიაში ლუკაშენკოს მმართველობის დასრულება და მორიგი ხავერდოვანი რევოლუციის გზით მისი ჩამოგდებაა.
აგვისტოს დასაწყისში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელორუსიაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. ცეესკოს მონაცემებით, ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს სახელმწიფოს, ხმების 80,1% აღიო. ოპოზიციამ და ევროკავშირმა კი არ ცნეს კენჭისყრის შედეგები.
ოპოზიციის აქციების პარალელურად ევროკავშირმა ბელარუსიას სანქციები დაუწესა.
ირაკლი ჯანყარაშვილი