ლოკდაუნი მოსახლეობის სახლში გამოკეტვას არ ნიშნავს

ლოკდაუნში იგულისხმება მობილობაზე მოქმედი ფაქტორები. ლოკდაუნი არ ნიშნავს მაინცდამაინც სახლში უნდა გამოვკეტოთ ჩვენ საქართველოს მოსახლეობა. – ამის შსახებ ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკათან“ ლოკდაუნზე საუბრისას განაცხადა.

„ეპიდემია, რომ აღმავალი ტრაექტორიით მიდის, ამას ახლა ჩვენ ყველა თვალნათლივ ვხედავთ. ლოკდაუნის შემოღება-არშემოღების საკთხი, ზოგადად, ეს იმდენად ლოგიკური აუცილებლობიდან გამომდინარეობს-ხოლმე. ლოკდაუნში იგულისხმება მობილობაზე მოქმედი ფაქტორები. ლოკდაუნი არ ნიშნავს მაინდამაინც სახლში უნდა გამოვკეტოთ ჩვენ საქართველოს მოსახლეობა. აქ საუბარია, ვირუსის გავრცელების ბუნებრივ ნიშნულზე, ანუ რეპროდუქციულ ინდექსზე, რომელი ღონისძიებები ახდენს გავლენას. ეს არის მობილობის შეზღუდვითი ღონისძიებები. ტრანსპორტთან დაკავშირებული, არაესენციალური, არასაჭირო მაღაზიებში ვიზიტი“, – განაცხად კულუმბეგოვმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 100 684 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 783-ს შეადგენს. გარდაიცვალა 927 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”