სააკაშვილი და მისი კლასტერი საერთაშორისო პარტნიორებს აბულინგებენ – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით საერთაშორისო პარტნიორებს „აბულინგებს“.

მისივე თქმით, სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„საბედნიეროდ ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ ამას არ აკეთებს ოპოზიციის დიდი ნაწილი. ამას აკეთებს სააკაშვილი და მისი კლასტერი, ვინც აბულინგებს საერთაშორისო პარტნიორებს თავიანთი განცხადებებით, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი და ცუდია ქვეყნის იმიჯისთვის.

მეორეს მხრივ ყველა ძალიან კარგად ხედავს რას წარმოადგენს სააკაშვილი, რომელიც სერიოზული პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს არის წარსული დღევანდელ პოლიტიკაში. მეორეს მხრივ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივად სააკაშვილის მძევლად მოექცნენ „ნაციონალურ მოძრაობას და მიხელ სააკაშვილს. თუმცა ვფიქრობ, რომ იქაც არიან ადამიანები, რომლებიც საღად აზროვნებენ, აქვთ კონკრეტული გეგმები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა „იმედის“ ეთერში.

წყარო: itv.ge